თეგი: ბრაზილია

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტს უმასპინძლა

რუსეთი და ბრაზილია თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინმა ბრაზილიას ლათინურ ამერიკაში „რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 87%-ით გაიზარდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბრაზილია წარმატებით მუშაობენ პროექტებზე ჰიდრო და ატომური ენერგეტიკის, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობისა და კოსმოსური კვლევის პროექტებზე. თავის მხრივ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მას "რუსეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა აქვს". „ორ ქვეყანას თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის, ნავთობისა და გაზისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი მოსკოვში არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს“, - განაცხადა ბოლსონარუმ.

ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.

ბრაზილიაში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.

ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამასთან ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრი: ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია

"ბრაზილია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ მოსკოვის წინაააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა, პაულო გუდესისმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სანქციების გაუქმებას,“ - აღნიშნა ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

CNN: ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ.  შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.  

ბრაზილიის პოლიცია: კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ფაველას  აკონტროლებდა 18 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორისაა ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელი.  როგორც ცნობილია, სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი, ასევე 10 დაჯავშნილი ავტომობილი და ოთხი ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.  

ბრაზილიაში, მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პარანას შტატში, გზატკეცილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი.  "მეწყერმა დაახლოებით 20 მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გაანადგურა", - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ამასთან, უამინდობის მიუხედავად, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.  

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო

ბრაზილიელიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო. მემარცხენე ლიდერის ინაუგურაცია კვირას გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ოფიციალურმა პირებმა პელეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ცერემონიას არ დაესწრო. თუმცა ღონისძიებას ესწრებოდა 19 უცხოელი ლიდერი, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს, ლულამ ბოლსონარუს აჯობს და და ხმების 50,9% დააგროვა. ლულა ასევე იყო კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვიდრე ფულის გათეთრების ბრალდებებს წაუყენებდნენ.  2019 წელს ლულა ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი მსჯავრი გააუქმა, რამაც მას საშუალება მისცა, ხელახლა ეყარა კენჭი.  

ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა

კონგრესზე შტურმის დროს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. მედიის ცნობით, შოკისმომგვრელი ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბოლსონარუს მომხრეები ვანდალურ ქმედებებს სჩადიან და ახლომდებარე უზენაესი სასამართლოს ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. გასულ კვირას ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო, მაგრამ ექსპრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ. ბოლო კვირები მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების შესახებ მოწოდებები ისმოდა. „ბრაზილიას კაპიტოლიუმის დღე აქვს“, - წერს Twitter-ზე პოლიტიკური მიმომხილველი როდრიგო რანგელი. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კონგრესზე შტურმი მოაწყო.  

ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია - ბლინკენი ბრაზილიის მოვლენებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა დაგმო.   ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა „ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს ბრაზილიის პრეზიდენტობაზე, კონგრესზე და უზენაეს სასამართლოზე დღეს. ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია. ჩვენ ვუერთდებით ლულას და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები“, - დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.   

ბრაზილიაში პოლიციამ შტურმში მონაწილე, სულ მცირე, 400 ადამიანი დააკავა

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია, სულ მცირე, 400 ადამიანი. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა როგორც CNN წერს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.  ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. "ბრაზილიის მთავრობა მიიღებს უფრო მეტ ზომას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.  

არგენტინასა და ბრაზილიას, დოლარის გავლენის შესამცირებლად ერთობლივი ვალუტის შექმნა სურთ

არგენტინა და ბრაზილია ერთიანი ვალუტის შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებენ, რამაც შესაძლოა, მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირის შექმნა გამოიწვიოს, - წერს FT. გამოცემის ცნობით, დისკუსია ბუენოს აირესის სამიტზეა დაგეგმილი. ამასთან, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სავალუტო კავშირში გაწევრიანებისთვის მიწვევა იგეგმება. ბრაზილია გამოდის ინიციატივით, რომ ვალუტას ეწოდოს sur-ი (ესპანურად "სამხრეთი"). აღსანიშნავია, რომ ახალი ვალუტა ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან ერთად მიმოქცევაში იქნება. „განხილული იქნება სხვადასხვა ვარიანტი,მათ შორის ფისკალური საკითხებიდან დაწყებული ეკონომიკის ზომამდე და ცენტრალური ბანკების როლზე. არ მინდა ცრუ მოლოდინების შექმნა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ გრძელი მოგზაურობისას, რომელიც ლათინურმა ამერიკამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ გამოცემასთან ინტერვიუში. FT-ის თანახმად, თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები შექმნიან ფულად კავშირს, ეს მოიცავს გლობალური მშპ-ის დაახლოებით 5%-სა და ევროზონის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირი გახდება, რომელიც გლობალური მშპ-ს 14%-ს შეადგენს. ბრაზილიასა და არგენტინას შორის ვაჭრობამ 2022 წლის 11 თვეში 26,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 21%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ერთიანი ვალუტის დანერგვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებს შორის (საზღვრისპირა ანგარიშსწორების სისტემაში). რუსეთის ფედერაციის ეროვნული გადახდის საბჭოს შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ. თუმცა, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს ყაზახეთში და აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა რუსული მხარის ოფიციალური წინადადება არ იყო.  

ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.  სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა.  ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.  

ცნობილია კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა, პუტინი დააკავოს

გერმანიის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. კერძოდ, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გამომ დაპატიმრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. კითხვას, შეიძლება თუ არა პუტინის დაპატიმრება ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემდეგი პასუხი გასცა: „ნებისმიერს, ვინც მიდის ICC-ის წევრ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, ეს ეჭვგარეშეა. მინისტრის თქმით, ბრაზილია პატივს სცემს და ემორჩილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ვიეირამ ასევე დაადასტურა ბრაზილიის პოზიცია, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება  

უცხოური მედია: ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე  თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული.  გავრცელებული ინფორმაციით, ცულით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.  

დასავლეთის რეაქციის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამის შესახებ მან ესპანეთში, 25 აპრილს გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება Reuters. მან გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ დაამატა, რომ არავინ საუბრობს მშვიდობაზე. ლულამ აღნიშნა, რომ მოწოდებულია, მოძებნოს მშვიდობის ფორმულა კონფლიქტის დასასრულებლად. დასავლეთის რეაქციის შემდეგ, ბრაზილიის ლიდერმა შეამსუბუქა კომენტარები და პორტუგალიასა და ესპანეთში ვიზიტის დროს დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. 18 აპრილს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრაზილია მექანიკურად იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას. ვაშინგტონმა მწვავედ გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც შეერთებული შტატები უკრაინაში ომის წახალისებაში დაადანაშაულა. ლულა და სილვას კომენტარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თებერვალში ჩინეთმა გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცალსახად არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისკენ. „ბრაზილია მექანიკურად აწარმოებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას ფაქტების გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. კირბიმ აღნიშნა, რომ ლულას კომენტარები "უბრალოდ მცდარი იყო". „არ ვიცი, როგორ ან რატომ მივიდა მან ამ დასკვნამდე, მაგრამ სრულიად არ ვეთანხმები“. ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უარი თქვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ლათინური ამერიკის ტურნეს დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთი „მადლიერია ბრაზილიელი მეგობრების, რომლებიც მკაფიოდ აცნობიერებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას.  

ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს რუსეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარესთან. ლულამ Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა პუტინს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, მაგრამ იძულებული გახდა, უარი ეთქვა მასზე, რადგან „ამჟამად მას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტი“. „მე გავიმეორე ბრაზილიის მზადყოფნა, ინდოეთთან, ინდონეზიასთან და ჩინეთთან ერთად, ესაუბროს კონფლიქტის ორივე მხარეს მშვიდობის მისაღწევად,” - განაცხადა ლულამ, მას შემდეგ რაც ამ კვირის დასაწყისში ასევე განიხილა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან.  

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა. AP-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ მიიღო. ჟაირ ბოლსონარუს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. Associated Press-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის 68 წლის ბოლსონარუს პოლიტიკურ მომავალს და, სავარაუდოდ, გააქრობს მისთვის ძალაუფლების დაბრუნების ნებისმიერ შანსს. თავად ბოლსონარუ მის წინააღდმეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.  

რუსეთმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გამოძიებაში ბრაზილია არ დაუშვა

რუსეთმა ბრაზილიას შეატყობინა, რომ „მოცემულ მომენტში“ არ აპირებს, რომ საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს ბრაზილიური წარმოების Embraer-ის ჩამოვარდნის საქმე, რომლის დროსაც, „ვაგნერის„ დამფუძნებელი, ევგეი პრიგოჟინი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მანამდე საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა (CENIPA) სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს, ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა, რათა მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ინციდენტები. სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა მიუთითა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებზე, რომელთა თანახმად, თუკი საგანგებო შემთხვევა მოხდა შიდა რეისზე, ასეთ დროს მასზე საერთაშორისო ნორმა არ ვრცელდება. Reuters წერს, რომ რუსეთი არ არის ვალდებული, დათანხმდეს გამოძიებაში ბრაზილიის მონაწილეობას, მაგრამ როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, მან ეს უნდა გააკეთოს, რათა გაფანტოს აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ეჭვები იმის შესახებ, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავის“, Embraer Legacy 600-ის ჩამოვარდნის უკან კრემლი დგას. ცნობილია, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს უსაფრთხოების კარგი მაჩვენებლები აქვს. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება

ბრაზილიის პრეზიდენტი: თუ ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად ჩამოვა, არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა მიიჩნევს, რომ 9 სექტემბერს დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეა არის ადგილი, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. `ჩვენ გვექნება გაეროს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს. ეს არის ადგილი ომის განსახილველად. ეს არის ადგილი მშვიდობის განსახილველად. ეს არის ადგილი, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად," - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა. სილვას თქმით, ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება. „მიმაჩნია, რომ პუტინი ადვილად წავა ბრაზილიაში. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, არ დააპატიმრებენ," - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს  

ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინის დაპატიმრების საკითხზე აზრი შეიცვალა

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მანამდე აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებოდა. „არ ვიცი, დააპატიმრებს თუ არა მას სასამართლო, არ ვიცი დააპატიმრებს თუ არა მას ბრაზილიის მართლმსაჯულების სისტემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მთავრობისა თუ პარლამენტის," - აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „საკითხის შესწავლას" აპირებს. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს  

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 14-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა. გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა გახდა.  

ბრაზილია ვენესუელის საზღვართან ჯარებს აგზავნის

ბრაზილიის ხელისუფლებამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგება გადაწყვიტა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ქვეყნის არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაშია და რეგიონში მშვიდობას დაიცავენ. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა  

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაგალო ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ზედიზედ ორჯერ როგორც ფეხბურთელმა (1958 და 1962 წლებში) და შემდეგ - როგორც მწვრთნელმა და მწვრთნელის თანაშემწემ (1970 და 1994 წლებში). მოგვიანებით, ეს მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა გაიმეორეს. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ორჯერ მოიგო ამერიკის თასი (1997 და 2004 წლებში) და ამდენივეჯერ კონფედერაციათა თასი (1997 და 2005 წლებში). „ის დაამახსოვრდებათ, როგორც ბრაზილიური ფეხბურთის ნათლია და თამაშში მისი ყოფნა ყველას მოენატრება, განსაკუთრებით აქ, ფიფაში," - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ. ზაგალოს გარდაცვალების გამო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.  

ბრაზილიაში ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი განაცხადეს - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი აერო ტელეგრაფი და რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტიდან, ბრაზილიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაფრენილიყო. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე, ბრაზილიურმა მხარემ რუს მინისტრს ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავით, მაურო ვიეირასთან ერთად გამგზავრება შესთავაზა. მედია ლავროვის ფრენის საბოლოოდ შესრულების შესახებ სხვადასხვა ვერსიაზე წერს. ერთი ვერსიით, ის ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიელ კოლეგას „დაემგზავრა.“ მეორე ვერსიით - მისი თვითმფრინავი საწვავით, სხვა ლოკაციაზე შეავსეს. თავად რუსმა მინისტრმ განაცხადა, რომ ბრაზილიაში "პრაქტიკულად არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საწვავით ავსებენ თვითმფრინავებს, რომლებიც არ არიან დასავლური კორპორაციების საკუთრებაში." როგორც haqqin.az წერს, ლავროვს ბრაზილიაში მოხვედრაც გაუჭირდა. მოსკოვიდან RA-96019 ჯერ სამხრეთით გაფრინდა თურქეთის გავლით, შემდეგ კი  - კასაბლანკაში. იქ საწვავით შევსებამ თვითმფრინავს საშუალება მისცა, ევროპის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე გადაფრენილიყო. მაროკოდან ილ-96 ჰავანაში გაემართა.  

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლავროვს უმასპინძლა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ლულა ოკუპანტი რუსეთის მთავარ დიპლომატს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა. ლულას და ლავროვს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის არ მიუმართავთ. ბრაზილიის ლიდერი ეწინააღმდეგება აშშ-ის მოწოდებებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის იზოლაციასა და დასჯას გულისხობს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნები იზიარებენ ომში გარკვეულ ბრალეულობას. ლავროვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში იმყოფება, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა. იქ მან რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს განუცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ შეკრებაზე ცდილობდა, დღის წესრიგის ერთადერთ საკითხად უკრაინა გაეხადა. ბრაზილიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, „დიდი ოცეულის“ შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში,“ – აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლულამ მადლობა გადაუხადა ლავროვს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ ის რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება. „ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე,“ – წერია განცხადებაში. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს. 22 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა.

ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია თვითმფრინავი, რომლითაც 400 კგ-მდე კოკაინი გადაჰქონდათ

ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ, საჰაერო ძალების მხარდაჭერით დააკავა თვითმფრინავი, რომლითაც დაახლოებით 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გადაჰქონდათ. პოლიციის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენის თანხლებით, პარაგვაიდან სან-პაულოში მიემართებოდა.  პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი დაესვა. ბრაზილიის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი ნარკოტიკევით ვაჭრობისთვის დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.