აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჰაკერებმა ფედერალური სააგენტოებიდან და სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მოპარვა შეძლეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება იდგეს.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მედიამ აშშ-ის სავაჭრო პალატის სერვერზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რის გამოც ფედერალური გამოძიება დაიწყო. აშშ-ის მთავრობაში აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო და ჰაკერულ თავდასხმას უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდა.