ბრაზილიაში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.