საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46 300 დოლარი და 113 500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 120 359,34 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 23 162,1 ლარი შეეფარდა.