ბოლივიის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ციხიდან საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ჟანინ ანიესი, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ციხესთან მოსახლეობა შეიკრიბა და ჟანინ ანიესის საავადმყოფოში გადაყვანა გააპროტესტა.

ამასთან, ციხის ხელმძღვანელობამ ამცნო სასამართლოს, რომ ანიესის დაწესებულებიდან გაყვანა შეუძლებელია, რის შემდეგაც მოსამართლემ ციხეში ექიმების შეყვანის ბრძანება გასცა.