აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიზანი, პირვე რიგში, რუსეთის შეკავებაა.
„როგორც კი, ჩვენ მას გავაქტიურებთ, ეს შემაკავებელი მექანიზმი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ბოლო წუთამდე, ვიდრე შეგვიძლია, შემაკავებელი ბერკეტის გამოყენება, ამის გაკეთებას შევეცდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე
ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა