ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიs Twitter გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის სოლიდარობაა გამოხატული.
ვიდეოკოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
ვიდეო აერთიანებს NATO-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.
„გუნდი დღითიდღე უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. მე ვდგავარ ლიდერების გვერდით, რომლებიც არიან უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნულია ბლინკენის ტექსტში.