ენტონი ბლინკენი: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს. შესაბამისი ტექსტი ბლინკენის Twitter გვერდზე განთავსდა.

  • კრემლის მიერ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „დამოუკიდებლად“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს.

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა