ქალაქ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვედნენ.
„შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.