თეგი: ერევანი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ქალაქ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვედნენ.„შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.

ერევანში, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს

ერევანში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, 24 მაისს საპროტესტო აქციის დროს გადაკეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობის შესასვლელები. ინფორმაციას Facebook-ზე ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციური ბლოკიდან "სომხეთი" იშხან საღათელიანი ავრეცელებს. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლასა და გასვლას უშლიან. აქტივისტები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლას გარეშე“ და „სომხეთი თურქების გარეშე“. საღათელიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკრებილ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ „არ აქვთ ლეგიტიმური უფლება“ იმუშაონ დეპარტამენტში, რადგან ეს „მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“. შეგახსენებთ, რომ ერევანში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციები 1-ელი მაისიდან თითქმის ყოველდღე იმართება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მოძრაობა გადაკეტეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. „საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებით გაანათეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

უცხოური მედია: ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ქალაქ ერევნის პროშიან-დემირჭიანის ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია. დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ცნობისთვის, სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.  ასევე წაიკითხეთ: ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო  

ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.  20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.  28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.  

ბაქო ერევანს მოუწოდებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი არ გააჭიანუროს

სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაჭიანურებისა და ზიანის მიყენების მცდელობა სხვადასხვა საბაბით, სარგებელს პირველ რიგში, თავად სომხეთს არ მოუტანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში თურქეთის ელჩების მე-13 კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ამას საბოლოოდ გაიგებს“, - განაცხადა ბაირამოვმა.  მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, აზერბაიჯანის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხეთის საზღვრამდე როგორც სახმელეთო, ასევე სარკინიგზო კომუნიკაციები შენდება. ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი დასრულებულია. „2023 წელს აზერბაიჯანი დაასრულებს ამ სამუშაოებს თავის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების აღდგენის პროცესს სომხეთი აფერხებს, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარზე მდინარე არაზზე პირველი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ამრიგად, აზერბაიჯანს ექნება ალტერნატივა - სომხეთის გვერდის ავლით, ირანის ტერიტორიით, ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე მიაღწიოს. ანუ პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, უნდა თუ არა ეს სომხეთს. ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი აუცილებლად შეიქმნება. რაც შეეხება ერევანს, ამ პროექტებიდან თავის შეზღუდვით, სომხეთი რეგიონული განვითარებისგან კვლავ შორს დარჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხური მხარე, ეს მათი საქმეა, მაგრამ თუ ისინი უარს იტყვიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე, ყველაზე მეტად თავად სომხეთი დაზარალდება“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო ბაირამოვმა ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამმხრივი შეთანხმების დებულებების უმეტესობა უკვე შესრულებულია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის სრულ შესრულებას. „არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა. ყველაზე სერიოზულ საკითხად რჩება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული და უპირობო გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან. (სამმხრივი) განცხადების მე-4 პუნქტის მიხედვით, სომხური ძალებს ტერიტორია იქ რუსი სამხედროების შემოსვლის პარალელურად უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ეს არ მომხდარა. აზერბაიჯანი სომხეთიდან ჯარების გაყვანას ითხოვს და ეს საკითხი გადაწყვეტილია. ზანგეზურის დერეფანი ასევე სომხეთის ერთ-ერთი ვალდებულებაა. სომხეთი სიტყვიერად ყველაფერს იღებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესი ნელდება“, - განაცხადა მან. „ბაქომ ღიად განაცხადა, რომ იგი გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მომხრეა“,- განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.  სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.  მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება. 

ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა. მისივე თქმით, ამ წუთებში აფეთქების ადგილზე ხანძარია და სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი მოყოლილი. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარს აფეთქება მოჰყვა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა.  შეგახსენებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა.

ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20 ადამიანი, დაღუპულია ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა და შემდეგ აფეთქება მოხდა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველი მუშაობენ.    

აფეთქება ერევანში: დაღუპულია სამი ადამიანი

ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა დაღუპულია ორი ადამიანი 20 მოქალაქე დაკარგულად ითვლება სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია. ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია 7 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან მოყოლილნი. 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 გამოკვლევის შედეგად გაწერეს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა 5 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია 16 ადამიანი

ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.    ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.   შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ

15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.  მედიის ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულებიდან 5 ირანის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა.  დაკარგულთა ახლობლების თქმით, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო ჩახერგილი, თუმცა პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხანძრისა და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 12 საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

სომხეთის მთავრობის შენობის წინ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  სომხეთის მთავრობის შენობის წინ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.   შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის შემდეგი სხდომა 11:oo საათზე იმართება.   მანამდე მოძრაობა 5165-ის ლიდერმა კარინ ტონოიანმა დაუმორჩილებლობის აქციების დაწყება გამოაცხადა.  

ერევანში ОДКБ-ს სამიტის და პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

პროდასავლურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, სამშაბათს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. სამიტს ასევე დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი. აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობისას ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ. მათი თქმით, არც რუსეთი და არც ОДКБ-ს სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის აქტივისტებისა და მხარდაჭერების მოსაზრებით, ОДКБ, ისევე როგორც რუსეთი, სომხეთის მტრები არიან. პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვს.  

ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა. 23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა.   

ბაქომ ერევანს 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა

ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს. „სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.  

ერევანში ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მეორე დღეა, დაძაბული ვითარებაა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 21 სექტემბრის საღამოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციის მოთხოვნით მთავრობის შენობის წინ უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. მანამდე დემონსტრანტებმა ერევნის რამდენიმე მთავარი ქუჩა გადაკეტეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. „ამ დროისთვის პოლიცია უხეშ და არაპროპორციულ ძალას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ. დაკავებულია ასობით მოქალაქე", - წერს ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მანამდე აქციის დროს ოპოზიციამ გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ ოპოზიციური ფრაქციის "მაქვს პატივის" ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი, ერევნის მერობის კანდიდატი "დედა სომხეთის" ბლოკიდან ანდრანიკ თევანიანი, ინიციატივა "ჰაიაკვეს" კოორდინატორი ავეტიკ ჩალაბიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი და ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი. თევანიანმა 22 სექტემბრის დილიდან ერევნის ქუჩების გადაკეტვისკენ მოუწოდა. სომხეთში შიდა პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხურმა ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატი, რომელიც რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

ერევანში, საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 84 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც. ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა." 

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) შენობაში პარასკევს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სომხეთის მედიის ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სომხური მხარე მოგვიანებით გაავრცელებს. სააგენტო News-NEWS.am-ის ცნობით, დღეს დილით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა.  

ერევანი სამიტს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას - მედია

14-15 დეკემბერს სომხეთში, ქალაქ ერევანში, რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით, სამიტი გაიმართება. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება სომხეთში, რომელიც გაეროსთან ერთად ჩატარდება. მათივე ცნობით, ერევნის შეხვედრას დაესწრება 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის ბოტსვანის და ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზიმბაბვეს, ესვატინისა და ლესოტოს ტრანსპორტის მინისტრები, მალავის ტურიზმის მინისტრი, საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დ ტაჯიკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანსპორტის მინისტრების მოადგილეები. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაკუთრებით გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებად ქვეყნებში. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ECE) აღმასრულებელი მდივანი ტატიანა მოლჩეანი, TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი და WTO-ს (მსოფლიო სავაჭო ორგანიზაცია) გენერალური დირექტორის მოადგილე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნები, ასევე, გაეროს ოფიციალური პირები სიტყვით გამოვლენ ვიდეოზარის საშუალებით.  

ერევნისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო, მოსკოვში დაბრუნდა - მედია

ერევნისკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცობით, თვითმფრინავის მოსკოვში დაბრუნების მიზეზი წინა შასის კონტროლის სენსორის გაუმართაობა იყო.   რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთში დაფუძნებული S7 Airlines-ის სამგზავრო ბოინგი 737 შერემეტევოს აეროპორტში დაეშვა.  

„სომხეთმა შეგვატყობინა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტში მუშაობა შეწყვიტეს“ - პესკოვი

კრემლმა დაადასტურა სომხეთიდან ზვარტნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ წერილის მიღება. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა შეატყობინა რუსეთის ფედერაციას, რომ ერევნის ზვართნოცის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა მუშაობა შეწყვიტეს. პესკოვის თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთიდან უწყებრივი წერილი მიიღო. „ახლა კონტაქტები მყარდება დეპარტამენტებს შორის. მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ბუნებრივია, კონტაქტები ყველა შესაძლო დონეზე გაგრძელდება,“ - განაცხადა პესკოვმა. სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად 6 მარტს მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.  

პუტინმა წააგო ერევნის, ჰააგისა და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგების თანახმად, ერევნის, ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო. ბერლინის, თელ-ავივის, პარიზის, ალმათის, ლისაბონის, ბელგრადის, დუბაის საარჩევნო უბნების შედეგები ჯერ უცნობია. ქალაქები, სადაც ვლადიმერ პუტინმა წააგო: ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%) ქალაქები, სადაც პუტინმა გაიმარჯვა: ბაქო: პუტინი (77,26%), დავანკოვი (14,23%)ბიშკეკი: პუტინი (73,81%), დავანკოვი (18,94%)ჯენუა: პუტინი (70,86), დავანკოვი (19,55%)პუკეტი: პუტინი (48,24%), დავანკოვი (38,93%)სეული: პუტინი (41,47%), დავანკოვი (39,65%)სოფია: პუტინი (59,93%), დავანკოვი (28,01%)ტალინი: პუტინი (75,22%), დავანკოვი (12,76%).ტაშკენტი: პუტინი (57,95%), დავანკოვი (31,92%)  

ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქდა ხელყუმბარა

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. სომხური სააგენტო news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ხელყუმბარა აფეთქდა როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცველებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, პოლიციის შენობაში რჩება. წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.  

სომხეთში ტერორიზმის ნიშნების შემცველ ქმედებას იძიებენ

ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციამ მესამე შეიარაღებული პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, კიდევ ორი პირი, რომელიც ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეჭრას ცდილობდა, დაშავებულია და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამ დროისთვის პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს. ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქდა ხელყუმბარა