სამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს პატიმრობა შეეფარდა

სამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბუნტურმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, ვაჟა მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე

პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც სავარაუდოდ, სამონაზვნო პირზე იძალადა