უეფამ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამოსაკვლევად ინსპექტორები დანიშნა

UEFA აცხადებს, რომ „ძალადობისა და არეულობის სერიოზულ ინციდენტებს — მათ შორის სტადიონზე გულშემატკივრებს შორის მომხდარ შეტაკებებს მკაცრად გმობს.

საუბარია 2026 წლის 26 ნოემბერს, უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში „მარსელის ოლიმპიკსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩებზე.


„ფეხბურთში ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი სახის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი არ არის. უეფას ტურნირები ეფუძნება პატივისცემის, „სამართლიანი თამაშის“ (fair play), კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ხსენებულ მატჩებში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება როგორც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ისე უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს — ჩატარდეს საფეხბურთო მატჩები მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებისა საფუძველზე.


უეფამ დანიშნა ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ მოკვლევას ჩაატარებენ. ისინი შეისწავლიან ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას, რათა, უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დაადგინონ ფაქტები და გარემოებები.


აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - წერს უეფა.