აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსოფლიოს პირველად მიმართა.
- მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ თავდასხმას განიცდის...პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
ნე ვაკვირდები სიტუაციას თეთრი სახლიდან ამ საღამოს და გავაგრძელებ რეგულარული კონტაქტი მექნება ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან. ხვალ მე შევხვდები ჩემს G7 კოლეგებს დილით და შემდეგ მივმართავ ამერიკელ ხალხს, რათა გამოვაცხადო შემდგომი შედეგები, რომლებსაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააკისრებენ რუსეთს უკრაინის და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის გამო.
ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვიქნებით NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს ალიანსის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას. მე და ჯილი ვლოცულობთ უკრაინის მამაცი და ამაყი ხალხისთვის.