უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს, რის გამოც შს მინისტრი მოსახლეობას ინფორმაციის მისაღებად, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების გამოყენებას ურჩევს.
დენის მონასტირსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
- ჩვენ მოგაწვდით ყველა ოპერატიულ ინფორმაციას სიტუაციის შესახებ. გთხოვთ, მშვიდად იყავით. ახლა, პანიკა ჩვენი რიგით მეორე მტერია, პუტინის შემდეგ. უახლოეს მომავალში, ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მეშვეობით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გაცემა დაიწყება. იარაღის მისაღებად, დაგჭირდებათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი და საკუთარი მიწის დაცვის სურვილი
უკრაინის პოლიციის ოფიციალური Facebook-გვერდი
უკრაინის პრეზიდენტის Facebook-გვერდი