რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პარლამენტთან არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი ააჟღერეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია 25 თებერვალსაც გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ჯერ Twitter-ზე გავრცელებული პოსტით, შემდეგ კი, ვიდეომიმართვის დროსაც გადაუხადა.