უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
„ვაგრძელებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.