აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.
„უკრაინის ხალხს შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ დახმარების მეშვეობით ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საჭიროება და რომლებიც ახლახან დაზარალდნენ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.