საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის" სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული. დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი.

რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. 

„VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, სანქციები დაეკისრათ.