აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.


პროექტი ითვალისწინებს „კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის“ (CCAMTAC) საქმიანობის მხარდაჭერას, 2027–2032 წლებში. 

CCAMTAC-ის წევრია ცხრა ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.


ცენტრი წევრი ქვეყნების ტექნიკურ დახმარებას და ტრენინგებს უზრუნველყოფს. 


დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდიდან შესრულდება. ბანკი აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქმენეთს 10,000 აშშ დოლარს გამოუყოფს, ხოლო ყირგიზეთს, მონღოლეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს - 237,500 აშშ დოლარს. ცხრავე ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის საერთო წვლილი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


ტექნიკური დახმარების ახალი ფაზა, გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ეკონომიკურ მმართველობას მონაწილე ქვეყნებში და გააუმჯობესებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.