პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას

„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.

„მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, უკრაინის აქტიური მხარდაჭერით.

ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.


პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე