პარლამენტში დაპირისპირებაა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ოპოზიციის აღშფოთება უმრავლესობის წევრის მიერ უცენზურო სიტყვები გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც „ოპოზიციის მხრიდაბ რუსული საქმის კეთების“ კონტექსტში გამოიყენა.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენი დროშაც არ უნდა გამოფინოს პარლამენტში უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად, ხელისუფლება არცხვენს ქვეყანას, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.