„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს მიერ დაკისრებული მძიმე ზომების შემდეგ, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები, მათ შორის ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთო, შეწყვიტე ომი! დაბრუნდი სახლში, მოდი, ვისაუბროთ!“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
„ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა თავის მხრივ სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.