ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან

„ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში. 

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.