"არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით", - ასე გამოემაურა სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.
ზურაბიშვილმა France 24-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსგან ყველა ღია სოლიდარობა მოელის.
"პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთი ტიპის სანქციების გატარებას შევძლებდით, რომელიც შესამჩნევი იქნებოდა. და არ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადება გასაგები იყო დღეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ახლა საქართველოსგან ყველა მოელის არის ღია სოლიდარობა. ზუსტად ამის გასაჟღერებლად ჩამოვედი აქ. საქართველოს მოსახლეობამ უკვე ღიად განაცხადა ეს. ეს არის გზავნილი - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: