უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-დან იუწყება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ესაუბრა.
„მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩვენს სანდო მეგობართან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და დიპლომატიური ძალისხმევა. ველოდებით პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - წერს ზელენსკი.