3-8 მარტს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა. ტურნეს მიზანია ფართო კონსულტაციები და კოორდინაცია NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციის მიერ წინასწარ განზრახული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შესახებ.
მდივანი ბლინკენი ვიზიტს ბრიუსელით დაიწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, შეხვდება ევროკავშირის კოლეგებს, მიიღებს მონაწილეობას G7-ის მინისტერიალში და გამართავს დამატებით შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა განიხილონ გლობალური პასუხი რუსეთის შეჭრაზე.
ტურნეს დროს ბლინკენი განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, ბლინკენი განიხილავს ბალტიის რეგიონის მოკავშირეებთან უფრო ღრმა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს.