ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს

"უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელს მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ლაიენმა.

ასევე წაიკითხეთ:

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან