ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით

"მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა.

„შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.

ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.
ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო