თეგი: განაცხადი

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მოაწერა ხელი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო. ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს. „უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.  

ზალკალიანი: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით უზრუნველყოფს. თუმცა, მისივე თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მათი სოლიდარულები ვართ და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისართან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.     „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით

"მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა. „შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვა უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ხუთშაბათს რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტი ისაუბრებს და დეტალებს გამოაცხადებს. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისას მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროინტეგრაცია აირჩია. ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაჩვენეთ, რომ პროევროპელები ვართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ძალიან მკაფიო ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გროსუმ.  ბორელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენებმა უბიძგა ხელისუფლებას, დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. თავის მხრივ, ევროპელი ოფიციალური პირები დაჰპირდნენ 20 მილიონი ევროს გამოყოფას მოლდოვას, რომელმაც ამ დღეებში ათიათასობით ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მათ ასევე დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ კიშინიოვს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.   ასევე წაიკითხეთ:   ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი

"ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, ამ სამეულში საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. „დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რომ ევროკავშირში არის განაცხადი საქართველოს წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების წევრობას, ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს: თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი

"უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს, ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი", - ასე მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. „ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს

„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. „ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება უნდა წარმოადგინოს. 7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ამ შეხვედრის შემდეგ, განაცხადები განსახილველად საფრანგეთის მიერ ევროპულ კომისიაში გაიგზავნება. მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს.

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

კოსოვოს რესპუბლიკამ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს 14 დეკემბერს, პრიშტინაში, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ეს საკმაოდ სიმბოლური აქტია, რადგან 2008 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში მიღების შესაძლო თარიღები არც კი არის გათვალისწინებული. ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. ამჟამად კოსოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაც კი არ განიხილება. კოსოვოს ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ მისი დამოუკიდებლობა ევროკავშირის ხუთმა წევრმა - ესპანეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა არ აღიარეს.  

ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა „მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი