უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრის ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა ფოტო გაავრცელა.

  • დავიწყეთ საუბარი რუსეთის წარმომადგენლებთან. დღის წესრიგის ძირითადი საკითხები: 1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 2. ზავი 3. ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

ამის შესახებ მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

შეგახსენებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.


უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა