აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა. ამის შესახებ ბლინკენმა პრეზიდენტ ზურაბიშვითან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო მადლობა გადამეხადა. ასევე, ხაზი გავუსვი, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.