თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინ მაგალითი აჩვენა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო და გადადო ამერიკული Minuteman III რაკეტის დიდი ხნის დაგეგმილი საცდელი გაშვება, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დღეს პრესკონფერენციაზე. ოსტინის ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები სპეციალური მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა.
„ახლა, გაზრდილი დაძაბულობის დროს, შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა სამართლიანად აღიქვეს [პუტინის ქმედებები], როგორც საშიში და უპასუხისმგებლო და ... არასაჭირო“, - განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.
„ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ „ატომური ომი“ არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული ბრძოლის იარაღად", - განაცხადა კირბიმ.