აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter გვერდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გადავუხადე მადლობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე ხაზი გავუსვი აშშ-ის მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს ენტონი ბლინკენი.