უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს.