საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ასევე წაიკითხეთ: