ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ ითხოვს უკრაინის თავზე ფრენების აკრძალული ზონის შექმნას. განიხილება თუ არა ეს საკითხი, ამ შეკითხვით, თეთრი სახლის პრესმდივანს ჯენ ფსაკის ტრადიციულ ბრიფინგზე, ჟურნალისტმა მიმართა.

„მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს მოითხოვს, არსებითად, აშშ-ის სამხედროების მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცების დაჩქარება მოითხოვა, უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერაა: „მეტი აღჭურვილობა, მეტი თავდაცვითი იარაღი ამ მომენტში გამოსაყენებლად, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ და არ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ფსაკიმ.


ამავე თემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო