ევროპის წამლების სააგენტო: Pfizer-ის ვაქცინა ორსულებში ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს

21 დეკემბერს, მედიკამენტების ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ COVID 19-ის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება, ორსულებისთვის ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) არ გააჩნია საკმარისი მონაცემები ორსულებში შესაძლო საფრთხეებზე, კლინიკური ცდებიდან“, განაცხადა ბრიფინგზე EMA– ს მედიკამენტების ადამიანის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰარალდ ენცმანმა.

მისი თქმით, სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილება შეცვალოს, გარემოების გამჟღავნების გარეშე, თუ დამატებითი ცნობები გახდება ხელმისაწვდომი.