იენს სტოლტენბერგი: NATO არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე, NATO თავდაცვითი ალიანსია. მისივე თქმით, ალიანსი რუსეთთან ომისკენ არ ისწრაფვის.

„ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე გვაქვს ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის ყველა ჯარისკაცის გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბლინკენთან შეხვედრის დროს.