NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, ათასობით ჯარისკაცის გარდა, რომელიც მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, NATO პირველად განათავსებს თავის სწრაფი რეაგირების ძალებს, მას 130-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავს მზადყოფნაში, ასევე, 200-ზე მეტი ხომალდი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

ამასთან, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა.



ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში