საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული კრიზისი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში.
„ჩვენ გვაღელვებს ის, რაც შეიძლება მოხდეს რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში და რუსეთის გავლენამ შეიძლება დაიწყოს ამოქმედება მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიზისის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს