Zara რუსეთში 500-ზე მეტ ობიექტს დახურავს

Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას დახურავს. იხურება Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe. Inditex -ში BBC-ს განუცხადეს, რომ ვიდრე სერვისები „დროებით შეჩერებულია“. რუსეთში დაფუძნებული 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, გეგმას ადგენენ.

ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. 

BBC წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, დაიხურება თუ არა სამსუნგის მაღაზიები.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Jaguar Land Rover-მა, H&M-მა და Burberry-მ, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას შეაჩერებენ.

ნავთობი და გაზი

როდესაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, BP ზეწოლის ქვეშ მოექცა. კომპანია რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის დიდ წილს ფლობს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ოპერაციებს შეწყვეტდა. მას მოჰყვა Shell-ის, ExxonMobil-ისა და Equinor-ის ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. იმავდროულად, Total Energies-მა, კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ რუსეთში, განაცხადა, რომ არ დააფინანსებს ახალ პროექტებს ქვეყანაში, მაგრამ მისი კოლეგებისგან განსხვავებით მიმდინარე ინვესტიციების დათმობას არ გეგმავს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რა ბედი ელის ამ ინვესტიციებს - შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა, მათი ღირებულების გარკვეული ნაწილის ანაზღაურება, თუ ისინი უბრალოდ ჩამოიწერება. 

გართობა

Warner Bros-ის ახალი ფილმების გავრცელება ქვეყანაში შეაჩერა. ამერიკულ გიგანტს შეუერთდნენ დისნეი, სონი, Turning Red. Marvel-ის და Morbius-ის პრემიერებიც გაუქმდა. ყველა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს“ უკრაინაში და არა დაწესებულ სანქციებს.

ტექნიკა

Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში და შეზღუდა სხვა სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Apple Maps. დახურულია მისი მაღაზიებიც. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. 

საცალო ვაჭრობა

შვედური ავეჯის გიგანტი Ikea გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეაჩერა თავისი ფუნქციონირება რუსეთში, დაზარალდა 17 მაღაზია, თუმცა Ikea-ს მფლობელი კომპანია მეგა სავაჭრო ცენტრებს ინარჩუნებს. კიდევ ერთმა შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას, იტყობინება საცალო საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს წარმომადგენელი, მაურინ ჰინტონი. ბრიტანულმა მოდის ფირმა Boohoo-მ ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და ასევე დახურა ვებგვერდი ქვეყანაში.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ H&M-მა მიზეზად უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენები" დაასახელა, სხვა ბრენდებმა, როგორიცაა Nike, უბრალოდ განაცხადეს, რომ ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას რუსეთში. Burberry-მ განაცხადა, რომ აჩერებს ყველა გადაზიდვას, რადგან „შეკვეთების შესრულება რუსეთში“ გართულდა. 

ავტომობილები

Jaguar Land Rover (JLR), General Motors, Aston Martin და Rolls-Royce არიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებმაც რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერეს, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელმა JCB-მ ყველა ოპერაცია შეაჩერა. ზოგიერთ ავტომწარმოებელს, როგორიცაა Volkswagen-ი და BMW, ზოგიერთ ევროპულ ქარხანაში წარმოების შეჩერება მოუწიათ.

ვინ რჩება?


Marks & Spencer-ს რუსეთში 48 მაღაზია აქვს. მაგრამ მათ მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული კოპანია, მათ შორის Nike, Apple, ExxonMobil და Harley-Davidson, გავიდა რუსეთიდან, ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია ჯერ კიდევ ქვეყანაშია. მაგალითად, „მაკდონალდსი“ და „პეპსი“. უკრაინაში „სუპერმარკეტების“ სამმა ქსელმა „კოკა კოლას“ გაყიდვა აიკრძალა, რადგან მათი განმარტებით, „ეს უსირცხვილო კომპანია აგრძელებს მუშაობას დამპყრობლებისთვის”.

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის