RT News-ს და Sputnik News-ს Apple Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ ვეღარ გადმოტვირთავს.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობის შედეგად იტანჯება“, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში.
კომპანიამ უკრაიანაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ არაერთი ნაბიჯის შესახებ განაცხადა, მათ შორის Apple Pay და სხვა სერვისები შეზღუდულია, ასევე, რუსული სახელმწიფო მედია, RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის.
ცნობისთვის, Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.