უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს. ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო წყარო ავრცელებს. მაგალითად, Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, „ნებისმიერი რუსული ხაზით“ მის პორტებში გემების შესვლა აკრძალა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ბრიტანული გადამამუშავებელი ქარხნის სპიკერმა (Stanlow - დიდ ბრიტანეთში საგზაო ტრანსპორტის საწვავის 16%-ის მიწოდებას უზრუნველყოფს) განაცხადა, რომ ოპერატორი Essar-ი „ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისით“ და "სრულიად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ რუსეთთან მიმართებით განხორციელებულ ნორმატიულ ჩარჩოებს".