აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს ევროპაში თავის მოკავშირეებთან ერთად, რათა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს.
„რაც შეეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს, მე გუშინ ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტს და კაბინეტის სხვა წევრებს ზუსტად ამ თემაზე. ახლა ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად შევხედოთ პერსპექტივას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ“,- განუცხადა ბლინკენმა CNN-ს.
ენტონი ბლინკენმა 5 მარტს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება.