BBC მაკრონი-პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს

BBC ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებზე წერს. მაკრონის ოფისის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმა და უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც დაბომბვამ გამოიწვია ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ადგილზე. პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ რუსეთი არ ცდილობდა ატომურ სადგურებზე თავდასხმას.

პუტინმა ასევე განუცხადა მაკრონს, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს „მოლაპარაკების ან ომის გზით“.

კრემლში კი აცხადებენ, რომ პუტინი ატომური სადგურის ინციდენტში უკრაინელებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს „უკრაინელი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია“ იყო. პუტინმა მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჩავარდნაში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანებს ქალაქების დატოვების ნებას არ აძლევდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მაკრონი პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის არაერთხელ ესაუბრა.


ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა