რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, სიაში შედიან ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის ჯერსი, ანგილა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია. სიაში არ არის ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 6 მარტს დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ „არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.
მთავრობამ უფლება მისცა რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს, თავად სახელმწიფოს, მის რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც აქვთ უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები უცხო კრედიტორების მიმართ, არამეგობრული ქვეყნების სიიდან, ვალები რუბლებში დაფარონ. ახალი წესი დროებითია და მოქმედებს 10 მილიონი რუბლის (დაახლოებით $72,202) გადახდებისთვის.
ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ მოსკოვს მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 759 დაშავდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო ომი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წინააღმდეგ, გაეროს მონაცემებით, რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, მეტი იქნება.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.