აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, აშშ თავის მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს.

  • დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს.

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის „ომის მანქანას“. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მოსახლეობა მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რომ წინ აღვუდგეთ ვლადიმერ პუტინს. შესაძლოა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები არ არიან ისეთ სიტუაციაში, რომ შემოგვიერთდნენ, აშშ აწარმოებს ნავთობს შეერთებულ შტატებშივე, იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ევროკავშირი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს ნაბიჯი გადავდგათ, როდესაც სხვა ქვეყნებს არ აქვთ ამის საშუალება, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ რუსული გაზი და ნავთობი ბაზრიდან ჩავხსნათ. ჩვენ ვართ ერთიანი და ვიცით, რომ პუტინზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.


Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს

ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ