დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელწიფო მდივნის, კვასი კვარტენგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზარს, ბიზნესს და მიწოდების ქსელს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 8 მარტს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს ზომები ისე იქნება მიღებული, რომ „არ იმოქმედოს“ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებზე.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.