კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის „ბიოგრაფიულ ცნობებში არსებული უზუსტობების შესახებ“ ოფიციალურ განცხადებაში მიუთითებს. უნივერსიტეტის განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს არ აქვს სამეცნიერო ხარისხი, რადგან მან სწავლა შეწყვიტა.
„„2015 წელს ჩააბარა ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი სურვილით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.