McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს

„მაკდონალდსი“ რუსეთში თავის ფილიალებს დროებით ხურავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, გასული წლის ბოლოს რუსეთში მაკდონალდსი 847 ლოკაციაზე იყო.

„მაკდონალდსმა გადაწყვიტა, დროებით დახუროს ყველა ჩვენი რესტორანი რუსეთში და შეაჩეროს ყველა ოპერაცია რუსეთის ბაზარზე“, -  განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინაში ომმა უდანაშაულო ხალხის ტანჯვა გამოიწვია. „აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში დანარჩენ მსოფლიოს ვუერთდებით და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - აღნიშნავს კემპჩინსკი.